logo
ENG



პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 ციხეში პატიმართან ნარკოტიკი შეჰქონდათ

25 სექ 202612:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/25/5fos3k8wi6z1mvz.png

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმართან ნარკოტიკული საშუალების შეტანის ფაქტი გამოვლინდა. შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა.

უწყების ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე იმყოფებოდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მკაცრად აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადება, გადაზიდვა და რეალიზაცია.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე შემდგომი რეაგირებისა და გამოძიების მიზნით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეცა.


close დახურვა