საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ რჩება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში .
"პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას და ვფიქრობთ მათზე, ვინც დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
