შვედეთის საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
"33 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან.
დღეს პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას და ღრმა თანაგრძნობას უცხადებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს", - ნათქვამია განცხადებაში.
