ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ელჩს განუმარტა, რომ მისი განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება და უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე.
საგარეო უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.
ირანის ელჩმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედოფალ ქეთევანისა და ირანსა და საქართველოში დაცული ისტორიული წყაროების შესახებ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს საზოგადოებას მალე გააცნობდა.
