გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 40-წლამდე კაცია. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს.
შსს-ს თანახმად, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.
