logo
ENG



გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

05 ოქტ 202611:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/0x8s6dpc7cxqpwv.png
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
 
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
 
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

close დახურვა