logo
ENG



პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

05 ოქტ 202613:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/ojw5qyudqbd2p7j.png

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

ქვეყნის პრემიერმა, პედრო სანჩესმა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას პარლამენტმა მისი მთავრობის მიერ წარდგენილი ორი კანონპროექტი არ მიიღო. ორივე დოკუმენტი ესპანეტში საბინაო კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად.

პედრო სანჩესმა საგანგებო მიმართვაში განაცხადა, რომ ახლა ესპანელებმა უნდა გადაწვიტონ როგორი მომავალი სურთ.

ესპანეთში ბოლო პერიოდში საზოგადოების უკმაყოფილება გაიზარდა საბინაო ხარჯების ზრდის გამო, რასაც აქციები მოჰყვა. პროტესტს წინ უძღოდა კიდევ ერთი ფაქტი, 87 წლის ქალი  სახლიდან გაასახლეს, რადგან ქირა გაუძვირდა და ვეღარ იხდიდა.

ვადამდელი არჩევნები ესპანეთში 29 ნოემბერს გაიმართება. 


close დახურვა