logo
ENG



პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

05 ოქტ 202614:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/gsvtjhq1uwlhps6.png

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ტანზანიაში გაემგზავრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება. მათი ცნობით, პაპუაშვილი გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა