ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით ქვეყნიდან გააძევეს: იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
