logo
ENG



გაზმომარაგება 8 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება

06 ოქტ 202612:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/06/k8xfs1wifqd8qhf.png

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, გაზმომარაგება 8 ოქტომბერს შეუწყდებათ: ამბროლაურის, ტყიბულის, თერჯოლის, ონის, ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.

გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად კომპანია ამბროლაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს. 

გაზმომარაგება 8 ოქტომბერს 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შეწყდება. 

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: ქალაქი ამბროლაური, ძირაგეული, კვაცხუთი, გორი, იწა, სადმელი, ჭრებალო, ჭყვიში, მეორე ტოლა, ღვიარა, წესი,ხვანჭკარა, ბოსტანა, პირველი ტოლა, ქვიშარი, ჟოშხა, ახალსოფელი, დიდი ჩორჯო, ნიკორწმინდა, ჭელიაღელე, ხიმში, ხოტევი, კაჩაეთი, აგარა, უყეში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტი: ქალაქი ტყიბული, მუხურა, საწირე,სამტრედია, ორპირი, ძიროვანი, დაბაძველი, ძუყნური, ხრესილი, ბუეთი, ლეღვა, ქვედა ჭყეპი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი: ზედა ალისუბანი, ქვედა ალისუბანი, ჩიხორი, ჩხარი, ზედა საზანო, თავასა, ძევრი,თუზი, ტელეფა,რუფოთი, ვარდიგორა, ახალი თერჯოლა, კაკაბოური, თხილთაწყარი, მაჩიტოური, ჯგილათი, მუჯირეთი, დელტასუბანი, შიმშილაქედი, სკანდე, გოგნი.

ონის მუნიციპალიტეტი: ქალაქი ონი, სორი, ხურუთი, ნიგვზნარა, ლაჩთა, ღარი, შეუბანი, სევა, ახალი ჩორდი, ფარახეთი, წმენდაური, შარდომეთი, ზუდალი, ჯოისუბანი, ჭალა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: ზოვრეთი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი: ბიღა, ქვაციხე.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა