logo
ENG



კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

07 ოქტ 202611:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/07/hg8p5fvgi2iydjl.jpeg

ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა. 

ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცეპრემიერის მოვალეობა, რაც მას მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში დაეხმარება. ვულოცავ ქალბატონ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა მან. 


close დახურვა