logo
ENG



კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში 2 ადამიანი დაიღუპა

08 ოქტ 202610:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/08/a1tus32vu9oh62x.png

კიევში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის დრონით საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის დაზიანების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაშველებმა შენობიდან 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი, გადაარჩინეს. დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. მაშველებმა ერთ-ერთ დაზიანებულ ბინაში ორი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს.

7 ოქტომბერს რუსეთის დრონი კიევის 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მე-10 სართულის დონეზე შეეჯახა. დარტყმას ხანძარი და კონსტრუქციების ნაწილობრივი ჩამონგრევა მოჰყვა.


close დახურვა