რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
უკრაინის დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა 8 ოქტომბერს, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. ავტობუსებში მგზავრები იმყოფებოდნენ.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ავტობუსებზე, სავარაუდოდ, მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანეს იერიში.
