logo
ENG



ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

08 ოქტ 202614:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/08/fjoe3tts6quduz7.png

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.

რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას შეეხება.

დოკუმენტში ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას მოითხოვს. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნას.

რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნას.

ევროპარლამენტი დოკუმენტში კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას კიდევ უფრო აშორებს.


close დახურვა