logo
ENG



მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

09 ოქტ 202611:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/09/sthm9snn7wk0380.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 64 არალეგალურად მყოფი უცხოელი დააკავეს.

დაკავებულებს შორის იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

სამართალდამცველებმა სხვადასხვა ლოკაციასა და ობიექტზე გადაამოწმეს პირები, რომლებსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის დარღვევით იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან და მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.


close დახურვა