
"ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე, რომ იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან,"- ამის შესახებ განცხადებას მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) აკეთებს. სასულიერო პირებმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქო რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
"უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. მე რა თქმა უნდა არ დავაზუსტებ იმიტომ, რომ სხდომაზე მომხდარი ამბების, რომლებიც ყოველთვის შინგნით უნდა დარჩეს. ჩვენ ვუხსნიდით და ვცდილობდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება არ არის მხილების ფორმა. შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის და სასულიერო პირისთვისაც და მითუმეტეს პატრიარქისთვის არ არის გამართლებული ფორმა," - აცხადებს მამა ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსობიდან განკვეთეს. გადაწყვეტილება დღევანდელი სინოდის სხდომაზე მიიღეს. ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ განაცხადა, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება და კონკრეტული მიზეზი დაასახელა: "მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება."
კითხვაზე, თუ ვინ ამხილა დღევანდელ სხდომაზე, ყოფილი მღვდელმთავარი პასუხობს: "საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მამათმავლობით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე,“ - განაცხადა ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. მღვდელმთავრები საკითხებს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.