უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, გიორგი ფარცვანია ავრცელებს.
"სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს.
გამომშვიდობება ხვალ 12 ოქტომბერს 11:00 საათზე კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან.. ტარას შევჩენკოს გმზირი #20", - წერს ფარცვანია.
