აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა და ექვსმა ბარტიულად ორპარტიულმა სენატორმა (სუზან კოლინზი, რიჩარდ ბლუმენტალი, ლიზა მურკოვსკი, რონ ვაიდენი, თომ ტილისი და ჯონ კერტისი) ერთობლივი განცხადება გავრცელეს. სენატორები აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტის დაშვების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ და ტრამპის ადმინისტრაციისგან ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ.
სენატორების განცხადებით, კონგრესმა ჯერ კიდევ 2022 წელს მკაფიოდ აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, რათა ამერიკული დოლარებით პუტინის ომი არ დაფინანსებულიყო. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის შემოტანის შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
ადმინისტრაციამ არ გაიარა კონსულტაცია კონგრესთან და არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული განმარტებები თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამერიკამ პუტინს არ უნდა გადაუგდოს ფინანსური „საშველი რგოლი“ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს.
