logo
ENG



საფრანგეთმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა

13 ოქტ 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/13/ej9966f5zw9lbr5.png

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ინდოეთის ოკეანეში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი DF Peak-ი დააკავეს. 

მაკრონის თქმით, გემი DF Peak კუნძულ რეიუნიონიდან 450 საზღვაო მილის მოშორებით დააკავეს.

მაკრონის განცხადებით, სავარაუდოდ, ხომალდი ყალბ დროშას იყენებდა და საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა. 

"საფრანგეთი მტკიცედაა განწყობილი, ებრძოლოს "ჩრდილოვან ფლოტს" მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში", - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

War & Sanctions-ის მონაცემებით, ტანკერი DF Peak რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგენლობაში შედის. გემი სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, დიდბრიტანეთის, უკრაინისა და იაპონიის მიერ.

გავრცელებული ცნობებით, ტანკერს საცქციები დაუწესა ასევე აშშ-მა 2024 წლის თებერვალში.

გამოცემა The Maritime Executive-ის ცნობით, ტანკერი 2006 წელს აშენდა და თავდაპირველად რუსულ კომპანია სოვკომფლოტს ეკუთვნოდა. 2024 წელს გემს სახელი შეუცვალეს და კალინინგრადი დაარქვეს, 2025 წელს კი DF Peak დაერქვა. ამჟამად გემს ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია მართავს.


close დახურვა