დიდი ბრიტანეთის შიდა დაზვერვის სამსახურის (MI5) ხელმძღვანელმა, სერ კენ მაკკალუმმა ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რომ უწყება დღეს სახელმწიფო საფრთხეების მოგერიებას იმაზე მეტ რესურსს უთმობს, ვიდრე „ცივი ომის“ დროს. მან რუსეთი „ნომერ პირველ აგრესორად“ დაასახელა.
სერ კენის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უცხოური სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები ოთხჯერ გაიზარდა, რის გამოც MI5-ის წინაშე არსებული ორი ძირითადი ამოცანა — ტერორიზმთან ბრძოლა და სახელმწიფო საფრთხეების მოგერიება — მასშტაბით უკვე თითქმის გათანაბრდა.
ლონდონში, უწყების სათავო ოფისში წარმოდგენილ მოხსენებაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთზე, ირანსა და „უკიდურესად მემარჯვენე ტერორიზმზე“, ასევე გააფრთხილა საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის (AI) ბოროტად გამოყენების საფრთხეებზე.
