მცხეთობის დღესასწაულზე „ფორმულას“ აკრედიტაცია არ ექნება — ამის შესახებ ტელევიზიას საპატრიარქოდან ,,აცნობეს".
შეზღუდვა შეეხო „ტვ პირველსაც“. ტელევიზიებისთვის აკრედიტაციის გაუქმების მიზეზად საპატრიარქო ჟურნალისტების მხრიდან შინაგანაწესის დარღვევას ასახელებს:
ფორმულას“ და „ტვ პირველს“ არ ექნებათ ხვალ აკრედიტაცია, რადგან ამ ტელევიზიების ჟურნალისტები მუდმივად არღვევდნენ შიდა განაწესს — მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს.
