logo
ENG



„ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს“ — პატიმარი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

15 ოქტ 202620:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/15/vbt62gdseizkslw.png

პატიმარი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ წერილში „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებებს აფასებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯები არალეგიტიმური უმცირესობის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება, დემონსტრაციულად ანტიევროპული აქტი და რუსეთის გეოპოლიტიკური გამარჯვების მცდელობაა. 

„ბიძინამ მომთავრება არაერთხელ ცადა. ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა.

ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება. ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა.“

წერილის ბოლოს ხოშტარია ეხება პარტია „დროას“ აკრძალვის პროცესსაც და აღნიშნავს, რომ პარტია მთლიან ოპოზიციასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.


close დახურვა