საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.
ახალი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის წილობრივი გადანაწილება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად 25-25%-იანი პროპორციით გადანაწილდა.
16 ოქტომბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის 3 ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში 700 ლარად გასხვისდა კომპანიის კაპიტალის 70%-იანი წილი:
შპს „პრაიმ მედია გლობალმა“ (დირექტორი: ილია მიქელაიშვილი), რომელიც კომპანიის 50%-იან წილს (50 ერთეული წილი) ფლობდა, თავისი წილი სრულად გაყიდა 500 ლარად .
ვასილ კალანდარიშვილმა (მინდობილი პირის, ნათია სონღულაშვილის მეშვეობით) თავისი 10%-იანი წილი (10 ერთეული წილი) სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად.
ნათია სონღულაშვილმა თავისი 10%-იანი წილი ასევე სრულად მიჰყიდა მაგდალინა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად - 100 ლარად.
კომპანიის მესაკუთრეთა განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- მარიამ ლომიძე - 25%
- ირაკლი ჩიხლაძე - 25%
- მაია ჩიგოშვილი - 25%
- მაგდალინა ანიკაშვილი - 25%
