logo
ENG



საფრანგეთში პროტესტი გამწვავდა - დაიწვა ლიმოჟის მერია

18 ოქტ 202610:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/18/kodjyw8u4nh1amf.png

საფრანგეთში სკოლის პირობების გამო სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები, ქვეყნის მასშტაბით უფრო ფართო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეთა ლოზუნგების მიხედვით, მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში არსებულ უფრო ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ უკმაყოფილებას გამოხატავს.

პარიზში, შაბათს, საღამომდე გრძელდებოდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, არეულობის დროს პოლიციის 150 თანამშრომელი დაშავდა.

დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.

ქალაქ ლიმოჟში მერიაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა შენობის სახურავის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.

"დასავლეთ ფრთის გარდა, სახურავი ქვედა სართულებზე ჩამოინგრა, ხოლო ფასადის ორი მესამედი უკვე განადგურებულია", - განაცხადა ადგილობრივმა პრეფექტმა.

მან 143 წლის ნაგებობისთვის მიყენებულ მასშტაბურ ზარალს "კულტურული მემკვიდრეობის კატასტროფა" უწოდა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს რამდენიმე ძვირადღირებული ბრენდის შენობების დაზიანებისა და ძარცვის ფაქტები, მათ შორის CELINE-ის, Dior-ის, Burberry-ს და Louis Vuitton-ის მაღაზიებში.

საფრანგეთის მასშტაბით, დემონსტრანტები ცხოვრებისა და საწვავის ხარჯების ზრდას აპროტესტებენ, რაც სკოლებში უკეთესი პირობების მოთხოვნით დაწყებული სტუდენტური პროტესტის გაგრძელებაა.

დემონსტრანთა თქმით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება და კიდევ უფრო გამწვავდება.


close დახურვა