არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.
ორგანიზაციის განცხადებით, დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ვახო სანაია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯება. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია და სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის სამსახურში რჩება.
