დიტო ჩუბინიძის დაკავებას რუსეთში მცხოვრები ნიკოლოზ მჟავანაძეც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ჟურნალისტის დაპატიმრებით „კიდევ ერთი პატრიოტი ჩამოცილდა დავით გარეჯისთვის ბრძოლას“.
„ასავალ-დასავალი“ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, მაგრამ მისი არცერთი ჟურნალისტი ყოფილა დაპატიმრებული და თქვენ ადექით და ეს კაცი დაიჭირეთ... ვიღაცამ თქვა 37 წელი დაბრუნდაო, არ ყოფილა 37 წელს ასეთი რაღაცა მეგობრებო“, — განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. უწყების განმარტებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებითა და სოციალური პლატფორმებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.
