logo
ENG



დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა - დაკავებულია 1 პირი

24 ოქტ 202610:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/24/zu962oukxiyw4gv.png

დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა, თუმცა შეთანხმების პირობები დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა