logo
ENG



19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

25 ოქტ 202623:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/25/qa7wdzjgp38ngt5.jpg

სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. 19:00-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 67.6% იყო. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა და ქვეყანაში ეგზიტპოლები არ ჩატარდება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ალექსანდრ ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა, თითქმის 2-წლიანი, სტუდენტების ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე ტარდება. დემონსტრაციები კორუფციის სავარაუდო შემთხვევებმა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებამ გამოიწვია.

ამჟამად, საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩი საპროტესტო მოძრაობიდან აღმოცენებულ სტუდენტურ მოძრაობას უპირისპირდება. 

პროტესტი 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ სტუდენტურმა მოძრაობამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა.

დღეს, ქვეყნის ქალაქებსა და დაბებში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგები იდგა. ხმის მისაცემად მისულ ალექსანდრ ვუჩიჩსაც კი თითქმის 2 საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი. 

Reuters წერს, რომ სტუდენტური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას გამოიწვეს. ეს უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის აპრილში დამარცხების მსგავსი შემთხვევა იქნება. ამასთან, სერბეთის მოვლენებმა შესაძლოა ევროპაში სხვა სტუდენტური მოძრაობებისთვისაც სამოქმედო გეგმის მაგალითად იქცეს.


close დახურვა