აშშ-ის კორპორაციული სექტორი მზადების რეჟიმშია — ტექნოლოგიური, კრიპტოვალუტისა და სამრეწველო გიგანტები ლობისტებსა და კრიზისული კომუნიკაციების ექსპერტებს ქირაობენ იმ შიშით, რომ კონგრესზე დემოკრატების კონტროლის დამყარების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცევა.
როგორც პოლიტიკური დამკვირვებლები აღნიშნავენ, კომპანიები, რომლებმაც ადრე ტამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა პროექტს შესწირეს ფული, შესაძლოა, მკაცრი საპარლამენტო გამოძიების და კორუფციული ბრალდებების სამიზნე გახდნენ. კონგრესის ლიდერები უკვე გამოთქვამენ ინტერესს ისეთი კომპანიების საქმიანობის მიმართ, როგორებიცაა Meta, Nvidia, Amazon და სხვა მსხვილი ორგანიზაციები.
იურიდიული ფირმები და ლობისტები K Street-ზე ინტენსიურად ემზადებიან მომავალი საპარლამენტო მოსმენებისთვის. ბიზნესსექტორი ცდილობს წინასწარ შეამოწმოს ადმინისტრაციასთან არსებული კომუნიკაციები, მოამზადოს იურისტები და შეიმუშაოს სტრატეგია შესაძლებელი რეპუტაციული რისკების თავიდან ასაცილებლად, რათა თავი დაიცვან „quid pro quo“-ს (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ) ბრალდებებისგან.
