logo
ENG



ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

30 ოქტ 202619:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/30/2xd2ucne3blvxyu.png

ქო­ბუ­ლე­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ თა­ნაკ­ლა­სელს ბას­რი საგ­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

თავდაპირველად, ინფორმაცია "აჭა­რა თა­იმ­სმა" გაავრცელა. 

ინციდენტსი დაადასტურა ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ. მისი თქმით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ. სკოლამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევა გადაცემულია საგამოძიებო უწყებისთვის და საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მომხდარი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა", – თქვა მადონა გოგიტიძემ "აჭარა თაიმსთან".

მომხდარის დეტალებს "ფორმულა" შსს-ში არკვევს. 


close დახურვა