3 ნოემბრის ღამეს უკრაინული დრონების იერიშის სამიზნე კვლავ გახდა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "სლავნეფტ-იანოსი". თავდასხმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრააევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, საწარმოს ორ თანამშრომელს კი ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე მრავალბინიან და კერძო საცხოვრებელ სახლში მინები ჩაამსხვრია, დაზიანდა ავტომობილებიც.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "სლავნეფტ-იანოსი" სიმძლავრით რუსეთში მეხუთე ადგილზეა. საწარმოს წელიწადში 15 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
