„ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.
ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას მას აუცილებლად მივაწვდით.
მადლობა, რომ ამ რთულ დროს ჩვენ გვერდით ხართ.
