logo
ENG



ნაიჯელ ფარაჯი ტრამპს ომების შესახებ „გატეხილი დაპირების“ გამო აკრიტიკებს

05 ნოე 202622:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/05/aro2bz31mouj8ht.png

„რეფორმების პარტიის“ (Reform UK) ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი დონალდ ტრამპის მიერ გატეხილ დაპირებას – უცხოეთის ომებში ჩაურევლობას დაუკავშირა.

ფარაჯმა, რომელიც ტრამპის ხანგრძლივ მოკავშირედ ითვლებოდა, ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილებას „უცნაური“ უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ომით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და საწვავის ფასების ზრდამ განაპირობა რესპუბლიკელების მარცხი.

ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებით, ტრამპმა მთავარი დაპირება დაარღვია, როდესაც ახალ კონფლიქტში ჩაება. ფარაჯმა ასევე გამოთქვა წუხილი, რომ კონგრესზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ტრამპმა შესაძლოა ირანზე აგრესიული თავდასხმები კვლავ გააგრძელოს. ბრიტანეთში მზარდი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ფარაჯი და მისი პარტია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისგან დისტანცირებას სულ უფრო აქტიურად ცდილობენ.


close დახურვა