logo
ENG



რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

06 ნოე 202613:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/06/pjowvbjukril8ve.png

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა სამოქალაქო აქტივისტმა ზურაბ ჭავჭანიძემ 6 ნოემბერს საპატიმრო დატოვა. ის „ოცნების“ პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

ჭავჭანიძეს საქალაქო სასამართლომ 2026 წლის ივნისში ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე მიღწეული შეთანხმებით, მას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამავე საქმეზე დღეს საპატიმრო დაწესებულება ასევე დატოვეს პოლიტპატიმრებმა ირაკლი ჩხვირკიამ და ნანა სანდერმა, ხოლო 4 ნოემბერს — მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.


close დახურვა