logo
ENG



უკრაინის ცნობით, 8 ნოემბერს რუსეთმა ფრონტზე 2980 ჯარისკაცი დაკარგა

09 ნოე 202610:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/09/k0w62vc75pe57hz.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2026 წლის 8 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების სადღეღამისო დანაკარგმა (ლიკვიდირებული და მძიმედ დაჭრილი) 2 980 სამხედრო შეადგინა.

საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა განსაკუთრებით მაღალია დობროპოლიასა და ორიხოვის (მალა ტოკმაჩკას სექტორი) მიმართულებებზე, სადაც მოწინააღმდეგე ქვეითი ძალების აქტიურ შტურმებს ახორციელებს.

დანაკარგების უმეტესობა FPV-დრონების, საბრძოლო ავიაციისა და საარტილერიო დარტყმების შედეგად არის დაფიქსირებული. უკრაინული მხარის ცნობით, ეს სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი სადღეღამისო მაჩვენებელია.


close დახურვა