logo
ENG



მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ

14 ნოე 202611:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/14/341dr1afio72scj.png

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
განათლების მინისტრ ჰუაი ძინპენთან ერთად თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი - ინფორმაციას "ქართული ოცნების" განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ.

აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა განათლების სისტემის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ამის ნათელი მაგალითია - ეს არის ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების, ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი", - თქვა ოცნების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

შეთანხმება ქალაქ პეკინში 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.

 


close დახურვა