შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს. ოპერაციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა. გარდა ამისა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანაც“ ამოიღეს.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
