logo
ENG



ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული "ალფა-პვპ" - უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

17 ნოე 202611:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/17/q5hu1iathkjphwy.png

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 605 შეკვრად დაფასოებული "ალფა-პვპ".

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა