logo
ENG



უიტკოფი და კუშნერი ბერლინში უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შეხვდებიან

17 ნოე 202611:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/17/d4mo1p906ot1la4.png

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მიმდინარე კვირაში უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ომისშემდგომი ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობაა, - ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Axios-თან განაცხადა.

აღნიშნულია, რომ ბერლინში დაგეგმილი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება, ერთი კვირის შემდეგ, რაც უიტკოფმა და კუშნერმა რუსეთს ევროპის უსაფრთხოების ომისშემდგომი ჩარჩოს შეთავაზება სთხოვეს. ეს პარალელური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ომის დასრულების ხელშეწყობაა.

აშშ-ის ოფიციალური პირის განმარტებით, ბერლინის შეხვედრის მიზანია ისეთი უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, რომლებიც უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო სამომავლო თავდასხმებისგან დაიცავს. ასევე იგეგმება უკრაინის ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხილვა.

იმავე დღეს ტრამპი ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხის განხილვასაც გეგმავს.

 


close დახურვა