logo
ENG



მოლდოვამ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა – ქვეყნის საჰაერო სივრცეში შვიდი დრონი შეიჭრა

18 ნოე 202617:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/18/dpz941mgbsg6gs3.jpeg

მოლდოვამ რუსეთის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შვიდი დრონი შეიჭრა. 18 ნოემბერს რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონები უკრაინაზე რუსეთის საჰაერო შეტევის დროს გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი კიშინიოვის თავზეც დაფიქსირდა, ექვსი კი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უსაფრთხოების მიზნით მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა.

კიშინიოვმა მომხდარი სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და მოსკოვს მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რუსეთის ელჩმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, თითქოს დრონები რუსული იყო ან მოლდოვის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად შევიდნენ.

მოგვიანებით მოლდოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ ნასლავიჩის რაიონში აღმოჩენილი ნამსხვრევები რუსული წარმოების „გერბერა 2“-ის ტიპის დრონს ეკუთვნოდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსგავსი შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა რუმინეთში, პოლონეთსა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებშიც.

 


close დახურვა