ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი, მეხუთე გარდაცვლილის — 28 წლის ბიჭის ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნული ინფორმაცია „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათზე მეტია მიმდინარეობს — მაშველები კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
