logo
ENG



აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა

25 ნოე 202622:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/25/99urm816za4629o.png

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმპორტზე ახალი ტარიფების პაკეტი გამოაცხადა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი გადასახადები აშშ-ის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 იურისდიქციას შეეხება.

აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა თეთრი სახლის მიერ მარტში დაწყებულ გამოძიებას სხვა ქვეყნების სავაჭრო პრაქტიკის შესახებ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მიერ ადრე გამოცხადებული ე.წ. „გათავისუფლების დღის“ (Liberation Day) ტარიფები უკანონოდ ცნო.

ახალი რეგულაციით, ყველაზე მაღალი განაკვეთი  40%-მდე ჩინეთს დაუწესდა, მას მოსდევს ვიეტნამი (35%-მდე), ხოლო დანარჩენი სუბიექტებისთვის 20%-იანი ან 25%-იანი განაკვეთები განისაზღვრა.

მოსალოდნელია, რომ ახალი მოსაკრებლები ძალაში მომავალ წელს შევა. ამასთან, ცალკეული ქვეყნებისთვის განაკვეთები შესაძლოა ეფექტურად შემცირდეს იმ ზედა ზღვრების გათვალისწინებით, რომლებზეც ტრამპი მანამდე შეთანხმდა.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრირმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფები „გაათანაბრებს პირობებს ამერიკელი მუშახელისთვის და მსოფლიო ეკონომიკისთვის უფრო მდგრად კურსს განსაზღვრავს“. მისი თქმით, აშშ-ის მრავალი სავაჭრო პარტნიორი ათწლეულების განმავლობაში იყენებდა ისეთ სამრეწველო სტრატეგიებსა და ბაზრის დამამახინჯებელ პრაქტიკას, რაც სავაჭრო ბალანს მათ სასარგებლოდ ცვლიდა და ამერიკის საწარმოო ბაზას ასუსტებდა.


close დახურვა