"ევროპა თქვენი სახლია" - ასე მიმართავს ქართველ ხალხს ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რეინჰოლდ ლოპატკა უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ორი წლის თავზე.
მისი თქმით, ქართველი ხალხის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების გვერდით დგანან.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს. კვლავ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი.
საქართველო, ევროპა შენი სახლია", - წერს ევროპარლამენტარი.
