logo
ENG



მიხეილ რამიშვილი დეკანოზის შეწყალებაზე: ერთმანეთთან კომუნიკაციის შემდეგ მიხვდნენ, რომ მამალაძე უდანაშაულოა

01 ნოე 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
nbwzkrwffvx9326.png

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდის წევრები, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ მის უდანაშაულობაში დარწმუნდნენ. 

როგორც რამიშვილმა "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, სასულიერო პირებმა დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთმანეთთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

„წინააღმდეგობები მოხდა სასულიერო პირების პოზიციებსა და შეფასებებს შორის. თუ გავითვალისიწინებთ, რომ ვალდებულია მხოლოდ სიმართლე ისაუბროს სასულიერო პირმა, ალბათ მივიდნენ იმ დასკვნამდე და ერთმანეთთან კომუნიკაციის შემდეგ მიხვდნენ, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო. ამავდროულად გასათვალისწინებელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ამან გადაადგმევინა წმინდა სინოდის წევრებს ეს ნაბიჯი", - განაცხადა რამიშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს. 


close დახურვა