logo
ENG



ჩვენ ვამბობდით, რომ კარასინის ფორმატი აზიანებს ჟენევის ფორმატს - ოპოზიცია ზახაროვის განცხადებაზე

02 ნოე 201912:05
3 წუთის საკითხავი
 
kuioyv3hn3la24w.png

 

ოპოზიციის წევრები მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც, რუსეთი დიალოგს პრაღის ფორმატში გააგრძელებს, სადაც მონაწილეობას გრიგორი კარასინი მიიღებს.

ოპოზიციის წარმომადგენლებს აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ მოსწონთ. მათი თქმით, ამ ფორმატში საქართველო რუსეთთან არის პირისპირ დარჩენილი, ასევე ოპოზიციის წევრების განცხადებით,  საქართველოსთვის უფრო მნიშვნელვანია ჟენევის პროექტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში საკითხები საქართველოს პარტნიორების თანდასწრებით განიხილება და საქართველოს ინტერესები ამ მხრივ უფრო დაცული იქნება.

„ჩვენ ვამბობდით, რომ კარასინის ფორმატი აზიანებს ჟენევის ფორმატს და ის ფორმატი არის გასაძლიერებელი. როდესაც ჩვენ მარტო ვრჩებით რუსეთის წინაშე ჩვენი პარტნიორების გარეშე, მაშინ გაცილებით სუსტები ვართ, ვიდრე როცა პარტნიორებთან ერთად ვხვდებით. რაც შეეხება იმას, რომ კარასინთან ისევ დაგვტოვეს, ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთი არის არამოდერნული ქვეყანა, სადაც კონკრეტული ფუნქციები აქვთ კონკრეტული თანამდებობის პირებს, ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბარეს და ვრჩებით ამ ერთი ადამიანის განკარგულებაში, ესეც არის შეურაცხმყოფელი და სრულიად არანორმალური დამოკიდებულება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

 


close დახურვა