
„კარგად დავფიქრდები და მივიღებ გადაწყვეტილებას, მგონი, ქართულად ვლაპარაკობ და ყველასთვის გასაგებია“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს.
შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს საპატრიარქომ სამი დღის წინ მიმართა.
შეასრულებს თუ არა პრეზიდენტი საპატრიარქოს რეკომენდაციას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის ჯერ უცნობია.
მსჯავდებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, პრეზიდენტი საკითხის დეტალებს უნდა იცნობდეს და გადაწყვეტილების მიღება არ უნდა უჭირდეს.
სალომე ზურაბიშვილს დროული რეაგირებისკენ მოწუოდებენ მსჯავდებულის ოჯახის წევრები. გიორგი მამალაძის ძმა იმედოვნებს, რომ დეკანოზი საპყრობილეს მალე დატოვებს.
ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიესაჯა. ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისი საკითხი სინოდმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ განიხილა და პრეზიდენტს შეწყალების შუამდგომლობით მიმართა.