
გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის დასმის შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი.
„მე არ მინდა მივიღოთ უკრაინასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება. მე არ ვარ დარწმუნებული ხვალ სინოდის სხდომაზე საკითხი რომ დასვან რა იქნება გადაწყვეტილი. მე სახელმწიფოებრივად მირჩევნია მილოცვილი მქონდეს, ვიდრე გაცილებით უარეს ვითარებაში აღმოვჩნდეთ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.