13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ახალი ვაქცინაციის სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც მოქალაქეები შეძლებენ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00-მდე შესვენების გარეშე.
დღეს ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსშიც (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9). ცენტრში ამ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესი ფაიზერით მიმდინარეობს. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.