13 ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ბრაზილიაში. მდინარე ამაზონზე სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომლის გემბანზეც 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. ოპერაციის შედეგად მაშველებმა 46 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 28 პირი. მომხდარს ბრაზილიის საზღვაო ძალების სარდლობა იძიებს.
