logo
ENG



13 მარტიდან 15 აპრილამდე ყველა სარაგბო დაპირისპირება გადაიდო

13 მარ 202016:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა, რომელიც 14 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით უნდა გამართულიყო, გადაიდო. მიზეზად ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება სახელდება.

ასევე გადადებულია ყველა სარაგბო მატჩი, რომელიც 13 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

"გლობალური პანდემიის ვითარებაში, ჩვენთვის პრიორიტეტული მორაგბეების, მწვრთნელების, ოფიციალური პირებისა და ქომაგების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. იმედი გვაქვს, რომ 15 აპრილამდე პერიოდი საკმარისი იქნება, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს. თუკი ეს არ მოხდა, ჩვენ უქმობის პერიოდს გავაგრძელებთ". - განაცხადა ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ


close დახურვა